მარნეულში „სინოვაკის“ ვაქცინა ჯერ არ დაჯავშნილა
დღეს, 21 მაისს, 12:00 საათზე ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინაზე რეგისტრაცია დაიწყო. როგორც გამომცემლობა „ნეტგაზეთი“ წერს, ამ წარმოების ვაქცინაზე თბილისში ყველა ჯავშანი შევსებულია. მარნეულში კი, ამ დროის მონაცემებით. (15:40) არც ერთი ჯავნაში არ გაკეთებულა.
სინოვაკის ვაქცინაზე რეგისტრირებული პირები ვაქცინის მიღებას 24 მაისიდან შეძლებენ.

სამინისტრო განმარტავს, რომ ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინა, “სინოფარმის” მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.
ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

უწყების განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა სინოვაკის ვაქცინა.

აცრაზე რეგისტრაციისთვის დაჯავშნეთ დრო სასურველ კლინიკაში ვებ გვერდზე Booking.moh.gov.ge, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1522

აღნიშნულ ვაქცინას, “სინოფარმისგან” განსხვავებით, ჯერჯერობით არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.
მარნეულში სინოფარმის ვაქცინაცია 300 მდე ადამიანმა გაიკეთა. თუმცა, როგორც მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, კლინიკა არ აწარმოებს სტატისტიკას თუ რამდენია მათგან ადგილობრივი, რადგან მარნეულში აცრა, სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლებსაც შეეძლოთ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები