როგორ (ვერ) ვსწავლობთ ქართულს
ნატალი სამხარაძე ხუთი წელია, რაც დაშტაფას საჯარო სკოლაში აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქათულ ენას ასწავლის. პედაგოგისთვის მუშაობის ყველაზე რთული პერიოდი პანდემია აღმოჩნდა.
მაშინ, როდესაც ონლაინ სწავლების დროს მოსწავლეთა ნაწილი გაკვეთილებზე ჩართვას ვერ ახერხებდა - ზოგი ტექნიკის, ზოგი კი ინტერნეტის არქონის გამო.

საკლასო ოთახში დაბრუნებული მასწავლებელი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მოსწავლეთა უმრავლესობას წერა-კითხვა დაავიწყდა და ახლა ჩავარდნილი საათების ამოვსებას ცდილობს.
თუმცა იმ ფონზე, როდესად გაკვეთილები შემცირდა, ნტალი სამხარაძეს მოსწავლეებისთვის დამატებითი დროის გამოყოფა უწევს.

ის, რომ ქართული ენის შესასწავლად მოსწავლეებისთვის კვირაში მხოლოდ 5 გაკვეთილი არ არის საკმარისი, ნატალი სამხარაძეც აღიარებს. უნივერსიტეტში ჩასაბარებლად დამატებითი მეცადინეობა დასჭირდა ალგეთში
მცხოვრებ ქაქილ გასანოვას, რომელმაც ალტერნატიული განათლების მიღების ახალი შესაძლებლობა ალგეთის სათემო ცენტრში გამონახა.


ალგეთის სათემო ცენტრის დამფუძნებელი, აიშენ გიზბაშლი მიიჩნევს, რომ საქმე კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს. ამბობს, რომ სკოლებში მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი, რაც საბოლოო ჯამში , ისევ მათ განათლებაზე აისახება.


სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, განათლების სპეცალისტი, შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ პრობლემლემა მხოლოდ ქართული ენის სწავლებაში არ არის.
საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რაშიც სახელმწიფომ დიდი რესურსი უნდა ჩადოს.

მარნეულის სკოლებში ქართული ენას კვირაში მხოლოდ ხუთი გაკვეთილი ეთმობა. შემცირებული გაკვეთლების ხარჯზე რომ გადავთვალოთ, სულ რაღაც ორსაათ ნახევარი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები