„ბორჩალოს წინსვლის საზოგადოებრივი კავშირის“ ორგანიზებით საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდება

27 მაისს „ბორჩალოს წინსვლის საზოგადოებრივი კავშირის“ ორგანიზებით საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდება.

ამის შესახებ რადიო მარნეულს ორგანიზაციის უფროსმა მაჰაბათ იმანოვმა განუცხადა.

 



იმანოვის თქმით, კონფერენციის ძირითადი თემა „აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკურ კავშირებში ოკუპაციიდან განთავისუფლებული მიწების პერსპექტივები“ იქნება.

იმანოვის განცხადებით, კონფერენცია ონლაინ ფორმატში, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით, გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ პირებს ორგანიზაციასთან დაკავშირება შემდეგი ელექტრონული მისამართის მეშვეობით შეეძლებათ: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

რადიო „მარნეული“

 

Print