რას ნიშნავს დამოუკიდებლობა მარნეულელებისთვის
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მარნეულში, რუსთაველის ქუჩის ნაწილზე და მერიისა და კულტურის სახლის შენობებზე, სახელმწიფო დროშები და მისალოცი პლაკატები გამოფინეს. რადიო „მარნეულმა“ გამოკითხვა ჩაატარა და ჰკითხა მოსახლეობს თუ რას ნიშნავს მათთვის დამოუკიდებლობა.

„დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი რამეა ადამიანისთვის. ეს დღე გამარჯვების დღეა და დამოუკიდებლობა ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთლად დამოუკიდებლები არ ვართ, რაღაცაზე ვართ დამოკიდებულები ან ვღაცაზე. საქარველოს გამთლიანებას ვუსურვებ და წარმატებებს“ - ამბობს ია გელაძე

„თითოეული მოქალაქე უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი და თავისუფალი. პირველ რიგში, საქართველოს ვუსურვებ გამთლიანებას. მინდა მართლა დამოუკიდებლები ვიყოთ და არაფრის გვეშინოდეს“ - ამბობს თამთა ბოლქვაძე

„მე ვამაყობ, რომ საქართველოში ვარ. ყველას ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. რა თქმა უნდა როგოც საქართველოს მოქალაქე, თავს დამოკიდებლად ვგრძნობ“

"დამოუკიდებობა ჩემთვის სიამაყეა და ამაყი ვარ ამით"

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.საქართველოს დამოუკიდებლობიდან 103 წელი გავიდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები