„სუფთა მარნეულმა“ ბალახის გათიბვის სამუშაოები დაიწყო
მარნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე, შპს „სუფთა მარნეული“ გათიბვის სამუშაოებს ახორციელებს. როგორც მუნიციპალური შპს-ს ხელმძღვანელი ლერი მუმლაძე ამბობს, მათი თანამშრომლები სხვადასხვა ქუჩას ბალახისგან ასუფთავებენ. სამუშაოები 27 მაისს დაიწყო და, სავარაუდოდ, 28 მაისს დასრულდება.

„წვიმებიდან გამომდინარე, მალე იზრდება ბალახი და საჭიროებს გათიბვას. ყველა ქუჩას, რასაც ვემსახურებით, ეტაპობრივად გავთიბავთ. ძირითადად სამუშაოები ახლა კორპუსებიდან დავიწყეთ და მოედნამდე უნდა ავიდნენ დღეს. სავარაუდოდ, ხვალისთვის მორჩებიან თუ ელექტრო ცელებმა გაგვიმართლეს. მერე ყიზლაჯლოს მხარეს უნდა გავიდეთ, ასეთი გეგმა გვაქვს“ - ამბობს ლერი მუმლაძე.

ლერი მუმლაძის თქმით, სამუშაოებს შპს „სუფთა მარნეულის“ ერთი ბრიგადა, ათკაციანი ჯგუფი ახორციელებს. მუმლაძე განმარტავს, რომ სამსახურს ელეტრო სათიბის და ტექნიკის პრობლემა ამ ეტაპზე არ აქვს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები