თურალ მამედოვის დასახმარებლად მარნეულში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება
29 მაისს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება.

აქცია 25 წლის თურალ მამედოვის დასახმარებლად ჩატარდება, რომელსაც ხერხემლის კიბო დაუდგინდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში მსცხოვრებ თურალ მამედოვს ოპერაციისთვის 90 000 დოლარი ესაჭიროება. მარნეულის ახალგაზრდულმა ცენტრმა, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკამ და განათლების მხარდაჭერის ფონდმა, საჭირო თანხის შესაგროვებლად, სისხლის ჩაბარების აქცია დააორგანიზა. აქცია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ მამედოვს 2018 წელს თბილისში ოპერაცია გაუკეთდა. მას განმეორებითი მკურნალობა სჭირდება.

დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე.

ანგარიშის ნომერი: GE35BG0000000499008144


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები