აზერბაიჯანი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს
აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს აღნიშნავს.

1918 წლის 28 მაისს მუსლიმურ აღმოსავლეთში პირველი სეკულარული, დემოკრატიული სახელმწიფოს - აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 103 წელი გავიდა. აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი იყო მამედ ემინ რასულზადე. 1918 წლის 9 ნოემბერს, მამედ ემინ რასულზადეას ინიციატივით, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სამფეროვანი დროშა მიიღეს. მანამდე აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა წითელი იყო.

1917 წელს რუსეთის იმპერიაში მომხდარი თებერვლის რევოლუციის შედეგად მეფის ერთმმართველობა დაემხო. ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა დაიწყო. 1918 წლის 28 მაისს შეიქმნა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც იარსება 1920 წლამდე. ეს იყო პირველი მუსლიმური აღმოსავლეთის დემოკრატიული სახელმწიფო.

აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაძაბულ და რთულ სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაში არსებობა მხოლოდ 23 თვის განმავლობაში შეძლო. ხანმოკლე არსებობის განმავლობაში, აზერბაიჯანის დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ დიდ წარმატებებს მიაღწია.

პირველად აღიარეს ქალთა ხმის უფლება, უზრუნველყოფილი იყო ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, შეიქმნა ეროვნული არმია, ეროვნული ვალუტა, ეროვნული ბანკი, განხორციელდა ეკონომიკური რეფორმები და ა.შ.

1991 წელს საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა კვლავ გამოაცხადა.

რესპუბლიკის დღე, აზერბაიჯანის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაული, 30 წლის მანძილზე პირველად აღინიშნება ოკუპაციისგან განთავისუფლებულ მიწებზე.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები