"არ მესმის" - სახელმწიფო სისტემა არაქართულენოვან მოსახლეობას
მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ არაქართულენოვან მოსახლეობას სახელმწიფო სერვისების მიღების მხრივ პრობლემები ექმნება. სოფელ მოლაოღლიში მცხოვრები გამილ მუსტაფაევი გვიხსნის თუ რამდენად ჭირდება „მწოლიარე პოლიციელი“ საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის დასაცავად. გამილი პრობლემის მოსაგვარებლად მერიაში წასვლის აზრს ვერ ხედავს, რადგან სახელმწიფო ენა არ იცის.

"ღმერთს ვფიცავარ ეზოში იატაკის საწმენდი ჯოხი გვიდევს შვილს ვეუბნები, რომ გარეთ გასვლის წინ ჯერ ჯოხი გაყოს და მერე გავიდეს. გუშინ მანქანამ ლამის დედაჩემს გადაუარა, ფეხები დასიებული აქვს, ძლივს დადის. სახლიდან გამოვიდა, მიდის და.. ახლა რომ ხედავს გვიღებენ ანელებს სვლას. დღის ოთხი საათის მერე, სახლიდან ვერ გავდივართ. კონკრეტულად კი ჩემი ოჯახი, პატარა შვილი მყავს. ტრამპლინი არ გვაქვს. ზევით დააყენეს და ქვემოთ. ამ შუა მონაკვეთში მანქანები დაფრინავენ. ამიტომ სახელმწიფოს ვთხოვ „მწოლიარე პოლიციელის“ დაყენებას“.

პრობლემების მოგვარებაში დასახმარებლად გამილი სახელმწიფო უწყებების ნაცვლად მოლაოღლის სათემო ცენტრში მიდის, რათა მას ინფორმაცია მისთვის გასაგებ ერთადერთ ენაზე, აზერბაიჯანულად, მიაწოდონ.

ვრცლად ↓

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები