მარნეულის მერიამ ერთ კვირაში სამი მაცივარი იყიდა
მარნეულის მუნციპალიტეტის მერიამ კიდევ ერთი მაცივარი იყიდა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ შპს ALI“-სთან გამარტივებული შესყიდვა
გააფორმა და ტექნიკა 690 ლარად შეიძინა.
ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია ორკამერიანი მაცივარი
მერიას ორ დღეში, 4 ივნისის ჩათვლით მიაწოდოს.
აღსანიშნავია, რომ 24 მაისს, მარნეულის მერიამ შპს ,,ALI“-სთან ორი
გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. პირველი შესყიდვის მიხედვით,
კომპანიისგან მერიას ორი მაცივარი 1 380 ლარად იყიდა.
„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და
მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის კვების ობიექტი, თანამშრომლებს უწევთ
საკვების მოტანა და შენახვა მაცივრებში, აქედან გამომდინარე საჭიროა
შესყიდულ იქნას 2 ცალი მაცივარი“, - აღნიშნულია
მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ბესიკ
სეხნიაშვილის მოხსენებით ბარათში.
მერიამ ამავე კომპანიისაგან ორ კონდიციონერი შეიძინა, რომელთა საერთო
ღირებულება 3 800 ლარს შეადგენს.
აღნიშნული კონდიციონერები 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის
გასაგრილებლადაა შეძენილი.