წერეთლის რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა, შალვა კუპრაშვულმა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას კუპრაშვილი თავად გვიდასტურებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.

„ახლა სამუშაოდ გადავედი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპეციალისტად“ - ამბობს შალვა კუპრაშილი.

შალვა კუპრაშვილის განმარტებით, წერეთლის ადმინისტრაციული ერთეული რწმუნებულის პოსტი 1 ივნისიდან აკაკი შუბითიძემ დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ წერეთლის თემი რამდენიმე სოფელს, საიმერლოს, ნორგიულს, დიდ ბეგლიარსა და პატარა ბეგლიარს აერთიანებეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები