სოფელ ფახრალოს ( ტალავერი) მოსახლეობა სოფელში „მაგთის“ანძის მშენებლობას აპროტესტებდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახრალოს ( ტალავერი) მოსახლეობა სოფელში „მაგთის“ანძის მშენებლობას აპროტესტებდა. აცხადებენ, რომ ანძა მათ ჯანმრთელობის საფრთხეს შეუქმნის. კომპანიისგან ისინი დემონტაჟს მოითხოვდნენ.

„ეს უნდა იყოს სოფლიდან შორს. აქედან წაიღებენ და მთაზე დაამონტაჟებენ, რა განსხვავებაა ? აქ მოსახლეობა ცხოვრობს და ეს საერთოდ სოფლიდან შორს უნდა გააკეთონ. წაიღონ და ბოლნისში მოაწყონ მთაზე. იქ უფრო ჯობია. რადიაცია აქ ხალხს დახოცავს. ინტერნეტში წაიკითხეთ რამდენ დაავადებას იწვევს. ამიტომ უნდა აიღონ აქედან“

„იქ ბავშვები თამაშობენ. აღარ გვჭირდება ეს ჩვენ. იქ ყველაზე ხშირად ჩემი შვილები დადიან. სამი ძმა ვართ და სამი ოჯახიდან 10-მდე ბავშვი მიდის იქ სათამაშოდ და სახიფათოა“.

„ახლოს მცხოვრებ მოსახელობას პრობლემები ექმნება. როგორც ვიცით დმანისში ინეტრნეტი უნდა მაწოდონ აქედან. ეს დიდ პრობლემებს იწვევს, გამოსხივება აქვს. ჯერ ზუსტი მიზეზი არ ვიცით აქ რა ხდება. 3 დღეა რაც დაიწყო მშენებლობა. ამ ხალხისთვის რეალური პასუხი არავის გაუცია. ადგილობრივი თვითმმართველობა ამბობს, ინფორმაცია არ გვაქვს მშენებლობაზეო“.


მოსახლეობის პროტესტის შედეგად სამუშაოები შეჩერდა. 31 მაისს ფახრალოს და იმირჰასანის სოფლის რწმუნებულებმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ბოლნისის მერიის თანამშრომლებთან საკითხი განიხილეს. როგორც რადიო მარნეულთან საუბრისას სოფელ ფახრალოს და იმირჰასანის რწმუნებულმა, ნოვრუზ აივაზოვმა განაცხადა, მაგთიკომის ანძისთვის ალტერნატიული ადგილის მოძებნა გაითვალისწინეს.

„ სოფლის მაცხოვრებლებმა გააპროტესტეს რომ სოფელში რადიაცია იქნება აქ თუ ააშენებენო. აქ ჩვენი შვილები ფეხბურთს თამაშობენო, მიწის ნაკვეთები გვაქვსო. ჩვენც ხალხის მოთხოვნა თვითმმართველობამდე მივიტანეთ. მათ მაგთის წარმომადგენები დაპატიჟეს შეხვედრაზე. აღნიშნულ ადგილზე არ აშენდება და ალტერნატიული ადგილის მოძებნა უკვე დაიწყეს. აშენდება სოფლიდან, მოსახლეობიდან და სახნავ სათესი მიწებიდან შორს რომ არ დაზარალდეს ხალხი“

აღსანისნავია, საპროტესტო აქცია „მაგთის“ ანძის დემონტაჟისთვის ბოლნისში 28 მაისს გაიმართა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები