მე თუ არ მოვკვდი, სხვებიც კარგად იქნებიან - საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე აიცრა

საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ჰუსეიონ იუსუბოვი დღეს, 3 ივნისს, მარნეულში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.



იუსუბოვმა ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკი“ გაიკეთა. აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელი ცხოვრებისათვის აცრის გაკეთება აუცილებელია.

ჰუსეინ იუსუბოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სისხლში შაქრის დონე მაღალი აქვს, წნევა აწუხებს და გულში ოთხი სტენდი აქვს აცრის გაკეთების შემდგომ მაინც არანაირი პრობლემა შექმნია.

„ორი საათი იქნება რაც ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა გამიკეთეს. თავს ნორმალურად ვგრძნობ. მე თუ არ მოვკვდი, სხვებიც კარგად იქნებიან. ყველას მოვუწდოებ ვაქცინა გაიკეთოს. თქვენი ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნეოვანია. ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“ გავიკეთე. დიდ მადლობას ვუხდი ექიმებს. ასევე მადლობელი ვარ მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრს“. - აცხადებს ჰუსეინ იუსუბოვი

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი 17 მარტს დაიწყო.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები