მარნეულის ორ საავადმყოფოს 25 კოვიდპაციენტი ჰყავს - 4 ივნისის სტატისტიკა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საავდამყოფოებში 4 ივნისის მონაცემებით 25
კოვიდპაციენტი მკურნალობს.
კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს მუნიციპალიტეტის ორ სამედიცინო
დაწესებულებაში, „ავერსსა“ და „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობენ. როგორც
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალისს“ კლინიკურმა დირექტორმა, ტატა შენგელაიამ
გვითხრა, მათთან ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებული 16 ადამიანი
მკურნალობს.
„ყველას მდგომარეობა ინდივიდუალურია. ზოგი მძიმეა, ზოგი საშუალო
სიმძიმის. არიან როგორორც ადგილობრივები, ასევე სხვა
მუნიციპალიტეტებიდან გადმოყვანილები“ -ამბობს ტატა
შენგელაია.
რაც შეეხება მეორე სამედიცინო დაწესებულებას, სადაც კოვიდპაციენტებს
მკურნალობენ, მარნეულის „ავერსის“ ამენეჯერი, მანანა კაპანაძე რადიო
„მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ დღეის მდგომარობით, 9
კოვიდპაციენტი ჰყავთ.
„არც ერთი არ არის ადგილობრივი, ყველა არის ჩამოყვანილი“
- ამბობს მანანა კაპანაძე
4 ივნისს საქართველოში კორონავირუსის სულ 779 დადასტურებული შემთხვევა
გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 23 ადამიანი, გამოჯანმრთელდა
959.