სამტრედოს (ჯაფარლო) მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს
ბოლნისის რაიონის სოფელ სამტრედოს (ჯაფარლო) მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. ისინი რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებენ, რომ სოფლის შიდა გზები ცუდ მდგომარეობაშია. მზიან ამინდში მტვერში, ხოლო წვიმიანში ტალახში უწევთ სიარული. სოფლის მაცხოვრებლების, თქმით სოფელში დღემდე გზა არ მოასფალტებულა. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებამდე პრობლემა მოგვარდება.

"მთლიანად გზაზე ბეტონის ასფალტი უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არაფერიც არ გაკეთდა. მოდიან ლაპარაკობენ და მიდიან. ხვალ, ზეგ, ერთი თვის შემდეგ მოვალთო", - ამბოს სოფლის მკვიდრი

"ხიდი აქეთ მხარეს გაფუჭდა და იქეთ მხარეს გადაიტანეს. გაზი, შუქი, სხვა საცხოვრებელი პირობები ნორმალურია. მე ის ხიდი მაწუხებს. შავი მიწაა აქ, ხრეშს ყრიან და ისევ არ შველის. გოჩულამდე გააკეთეს გზა და ჩვენს სოფელშ არა, არ ვიცი რატომ. ახალგაზრდები აქ ხშირად ფულს უხდიან და ხრეშს ყრიან, მაგრამ იქით მხარეს როცა წვიმს გეგონება ზღვაა", - ამბობს ჯაფარლოელი ქალი

"რამდენი მოვიდა დღეს გაკეთდება, ხვალ გაკეთდებაო, მაგრამ ასევე დარჩა. მე აქ არ ვიყავი და მაგ პერიოდში გააკეთეს ნახევარი. განათებაც, გზაც შუა გზაზე მიატოვეს. პირდებიან მაგრამ არ აკეთებენ", - ამბობს ჯაფარლოელი კაცი

ბოლნისის მერიის წარმომადგენელმა ნუგზარ რეხვიაშვილმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ 2021 წლის ბიუჯეტით სოფელში გარე განათების მოწყობაა დაგეგმილი, რისთვისაც 32 000 ლარია გამოყოფილი.

"ამ ეტაპზე გზა სოფლის შემოსასვლელშია გაყვანილი. ეს გზა სოფლის გავლით რკინიგზამდე გაგრძელდება. სოფლის განვითარების პროექტით მთლიანობაში ბეტონის გზის გაყვანა იგეგმება. იმ ადგას 30 ტონიანი წყლის საცავია. წყალი ივსება და მოსახლეობას ვაწვდით. იქ დაინძურების და ნალექის დაგროვების შემთხვევა შეუძლებელია. წყლის დაქლორვა კი სასმელი წლის ყომპანიის ვალდებულებაა".

ბოლნისი მერიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წლებში სოფელ გოჩულოდან სოფელ ჯაფარლოს შესასვლელამდე ბეტონის გზაც დააგეს, ხოლო 2020 წელს სოფელში გარე განათების ნაწილი გაიყვანეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები