14-15 ივნისს მარნეულში ქალებს უფასო ძუძუს კიბოს გამოკვლევის ჩატარება შეეძლებათ
დღეს, 14 ივნისს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის ეზოში მოქალაქეებს ძუძუს კიბოს პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევების ჩატარება შეუძლიათ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობას კიბოს სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები მიეწოდება.

„ეს კვლევები გულისხმობს მამოგრაფიას, საჭიროების შემთხვევაში ეხოსკოპიურ კვლევას, ბიოფსიას, და ციტოლოგიურ კვლევას. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს. ასეთი ტიპის აქტივობები ტარდება იმისათვის, რომ დაცული იყოს ადამიანებისათვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, სახლთან ახლოს ჩაიტარონ ასეთი ტიპის გამოკვლევები და შემდეგ, თუ რაიმე პათოლოგია არსებობს გამოვლენილი იქნას ადრეულ ეტაპზე და უფრო მარტივად მართვადი იყოს დაავადება“ - განაცხადა ეთერ კიღურაძემ

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო კობერიძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სამედიცინო ცენტრისა და ერივნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლობით გამოკვლევები ორი დღის განმავლობაშ გაგრძელდება.

„დღეს და ხვალ, ანუ 14 და 15 ივნისს, ჩვენთან ტარდება უფასო აქცია კიბოსწინარე სკრინინგული გამოკვლევები. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშნველოვანია ვინაიდან გამოკვლევები მანამ ხდება, სანამ პრობლემა გართულდება“.

ნონო კობერიძის განმარტებით, აქცია უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია დაცულია.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში მარნეულშ უფასო გამოკვლევების დაწყება მარნეულის მერის მოადგილე ქენან ომაროვმა მოინახულა, რომელმაც პროგრამა დადებითად შეაფასა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

Print