ქენან ომაროვის პირველი კომენტარი რესურსცენტრის ყოფილი უფროსის დაკავებაზე
10 ივნისს მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი ზაბილ გოჯაევი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ზაბილ გოჯაევის დაკავების დღიდან რადიო „მარნეული“ ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნებისაგან კომენტარის აღებას ცდილობდა, რათა გაგვერკვია, თუ რას ფუქრობენ ისინი რესურსცენტრის ხელმძღვანელის დაკავებასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ.

დღეს, 14 ივნისს, რადიო „მარნეულმა“ მარენულის მერის მოადგილე ქენენ ომაროვს ერთ-ერთი შეხვედრის დასრულების შემდგომ ჰკითხა, თუ როგორ აფასებდა ის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავების საკითხრს, რაზეც ომაროვმა გვიპასუხა, რომ საქმის დეტალებს სამართალდამცველები დაადგენენ.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს პოლიციის მხრიდან შემოწმება და დეტალებში მერე იტყვიან თვითონ“. - განაცხადა ქენან ომაროვმა

ზაბილ გოჯაევი მარნეულის რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებლად 2 ივნისს დაინიშნა. 9 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ის თანამდებობიდან გადადგა.

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გვითხრეს, რომ გოჯაევმა თანამდებობა საკუთარი ნებით, განცხადების საფუძველზე დატოვა. ზაბილ გოჯაევამდე მარნეულის რესურსცენტრის უფროსი ქენან ომაროვი იყო, რომელიც შემდგომ მერის მოადგილე გახდა.

სამართალდამცველებმა ზაბილ გოჯაევი 2021 წლის 10 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.გ.-მ 2019 წელს უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები