მარნეულის სამ სოფელში გზების მოასფალტებისთვის მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში, იმირჭალასა და ხიხანში შიდა
გზის მოასფალტება იგეგმება.
სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველოობამ 1 241 299
ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმეტაციის თანახმად,
თანხის 95%-ს სახელმწიფო, ხოლო 5%-ს მერია დააფინანსებს.
სოფელ დამიაში, იმირჭალასა და ხიხანში შიდა გზების მოასფალტების
სამუშაოების შესყიდვის ტენდერი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 2 ივნიის
გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენდენტებს
18-დან 23 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ.
გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან
90 კალენდარულ დღეში შეასრულოს.