„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ინიციატივით 400-ზე მეტი აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტი მათემატიკის საცდელ ტესტირებას გაივლის
15 ივნისს, 18:00 საათზე, ოთხაზზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკაში საცდელ ტესტირებას გაივლის. ონლაინტესტირებას „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ფონდ „ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით ატარებს. როგორც „ახალი აზროვნების“ ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქამრან ეფენდიევი ამბობს, მსგავს აქტივობას აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის უკვე მორე წელია ახორციელებენ და მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

„ეს არის მოტივაციის ერთ-ერთი მაჩვენებელი. აბიტურიენტებს მართლა უჭირთ, მითუმეტეს ჩაკეტილ სივრცეში, სოფლებში ხელმისწავდომი არ არის ხოლმე შესაბამისი შესაძლებლობები. რეგისტრაცია გაიარეს მარნეულიდან, ბოლნისიდან, დმანისიდან, გარდაბნიდან, თეთრიწყაროდან, ქარელიდან, თელავიდან, თითქმის საქართველოს ყველა რეგიონიდან, სადაც არიან დასახლებული ეთნიკურად აზერბაიჯანელები. ჩვემ მეოთზე წელია, რაც აბიტურიენტებს ჩვენს სათემო ცენრებში ვამზადებთ, მაგრამ რაოდენობაში, რა თქმა უნდა, შეზღუდულები ვართ რაოდენობაში. ამიტომ, შარშან და წელს ვიფიქრეთ, რომ დავეხმაროთ უფრო მეტ ადამიანს, რათა თანაბარი შესაძლებლობები ჰქნდეთ“

ტესტირებაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს საგამოცდო კითხვები საკუთარ მეილებზე მიუვათ. ისინი, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასასვლელად ემზადება. ონლაინტესტირება 1 საათი და 30 წუთი გაგრძელდება. 40 კითხვიანი ტესტი მათემატიკის მასწავლებელმა, მარნეულელმა ელვირ ჰასანოღლიმ შეადგინა. გამოცდის დასრულების შემდეგ გასწორდება ნამუშევრები და აბიტურიენტებს თავიანთი შედეგები ეცნობებათ.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდები 1 ივლისს ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 38 400 -ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები