„სინოვაკის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დროებით შეზღუდულია
ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკზე“ რეგისტრაცია დროებით შეზღუდულია. ვაქცინის დაჯავშნის მსურველებს სპეციალურ პორტალ booking.moh.gov.ge-ზე ყველა გრაფის შევსების შემდეგ პროგრამა არ არეგისტრირებს.

„ჯავშნის რაოდენობა აღემატება ლიმიტის რაოდენობას“ - ვაქცინაციის მსურველებს რეგისტრაციის გავლისას ეს შეტყობინება ხვდებათ.

რადიო „მარნეულს“ Covid-19-ის ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის განკუთვნილ ცხელ ხაზზე, 15 22-ზე, განუცხადეს, რომ „სინოვაკის“ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დროებითაა შეზღუდული. ამ ეტაპზე სისტემაში დარეგისტრირება მხოლოდ მეორე დოზაზე იქნება შესაძლებელი. ოპერატორის განმარტებით რეგისტრაცია შესაძლოა ნებისმიერ დროს განახლდეს, ასე რომ ვაქცინის გაკეთების მსურველებმა სისტემატიურად უნდა შეამოწმონ ვებგვერდის მუშაობს.

აღსანიშავია, რომ „სინოფარმის“ ვაქცინის ახალ დოზებს საქართველო ივნისიდან, ხოლო „ფაიზერის“ დოზებს აგვისტოდან მიიღებს.

რადიო „მარნეული“

Print