სიახლე
მარნეულის მერიას ისრაელის ელჩის გამასპინძლება 2 931 ლარი დაუჯდა
10 ივნისს მარნეულს ისრაელის ელჩი რაიან გიდონი ეწვია. ისრაელის ელჩის გამასპინძლებისათვის მარნეულის მუინიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ოთხი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. მერიას ისრაელის საელჩოს წარმომადგენლების გამასპინძლება 2 931 ლარი დაუჯდა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ელჩის ვიზიტის გამო ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, დროშები შეცვალა. ინდმეწარმე „ედუარდ ტუნიანისაგან“ მერიამ სხვადასხვა ზომის საქართველოს, ისრაელის და ევროკავშირის დროშები, 1 213 ლარად და 50 თეთრად, შეიძინა.

მარენულის მერიამ უზრუნველყო სტუმრების საკვებით გამასპინძლებაც. ალაფურშეტში მერიამ 400 ლარი გადაიხადა, ხოლო რესტორანში სტუმრების სადილით გამასპინძლება ადგილობრივ თვითმმართველობას 1 200 ლარი დაუჯდა.

მერიამ ელჩის ვიზიტთან დაკავშირებით სასაჩუქრედ შეფუთული ორი ბოთლი ქართული ღვინოც შეისყიდა რაშიც 117 ლარი და 50 თეთრი გადაიხადა.

10 ივნისს მარნეულშ ვიზიტისას ისრაელის ელჩმა „შალომ კლუბ ქვემო ქართლი“ გახსნა. ელჩს დახვედრა მოუწყვეს ცენტრალურ პარკში, სადაც შესრულდა საცეკვაო და მუსიკალური ნომრები. ვიზიტის ფარგლებში 40 პლანშეტი გადაეცა მარნეულის საგანმანათლებლო დაწესებულებებს. სკოლის დირექტორებს ტექნიკა ისრაელის ელჩმა გადასცა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია