თურქეთში ჩაი პირველად ქართველებმა დათესეს - თურქი ისტორიკოსი მეჰმეთ დილბაზი ჩაის ისტორიაზე

თურქმა ისტორიკოსმა და მწერალმა მეჰმეთ დილბაზმა, 16 ივნისს, რადიო მარნეულის გადაცემა „გართობის დრო“-ში საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთში ჩაი პირველად ქართველებიმა დათესეს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქებს ჩაი უყვართ და ქვეყანა ჩაის კულტურით ცნობილია, ეს მცენარე თურქეთზე ადრე საქართველოში იყო გავრცელებული.

„საქართველოში ჩაი უფრო ადრე შემოვიდა ვიდრე თურქეთში. აქ ჩაი არის, მაგრამ ყავა ცოტაა. მე ამჟამად 200 წლის წინანდელზე ვსაუბრობ. ჩაის სამშობლო ჩინეთია. გასული ასწლეულების განმავლობაში ჩაი აბრეშუმის გზით, ქარავნებით, მოდიდოა შუა აზიიდან კასპის ზღვით აზერბაიჯანში, კავკასიურ ქვეყნებში. სამხრეთის მხრიდან კი გემებით ინგლისში მიდიოდა, მაგრამ თურქეთში ამ პერიოდში ჩაი მისული არ იყო. 100 წლის წინ პირველად საქართველოდან თურქეტში ჩაის ფუძე წაიღეს და ქართველების მიერ რიზეში, არტვინში, ჩაი დაირგა. ჩაი თურქეთში ქართველების მეირაა წაღებული. მერე ჩაი თურქეთში ძალიან პოპულარუილი გახდა. დღეს თურქეთი მსოფლიოში იმ ქვეყნებს შორისაა სადაც ყველაზე მეტი ჩაი ისმევა“.

ისტორიკოსმა ცხელ ამინდშიც კი ჩაის მიღების პრაკტიკაზეც ისაუბრა. დილბაზის თქმით, 1960 წლებში ისრაილის ჯარში ერთგარი ექსპერიმენტი ჩატარდა. ჯარისკაცებს აგზავნიან უტაბნოში, სადაც ისინი 24 საათის განმავლობაში უწყლოდ ჩერდებოდნენ, ბაზაზე დაბრუნების შემდეგ კი მათ სხვადასხვა სახის სასმელებს, წყალს, ჩაის, წვენს და ა.შ. ახვედრებდნენ. ჯარისკაცები სინჯავდნენ ყველა სასმელს რის შემდეგაც აკვირდებოდნენ თუ რომელი სასმელი ამცირებდა მათ ორგანიზმში ცხელებას. ისტორიკოსის განმარტებით, ჯარისკაცების უმეტესობა სწორედ ჩაის ასახელებდა ცხელების საწინააღმდეგო ყველაზე კარგ სასმელად.

ყავის შესახებ კი ისტორიკოსი ამბობს, რომ თურქეთში ძირითად სასმელად ყავას ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიიდან იყენებდნენ.

„თურქების ძირითადი სასმელი ყავაა. ჩვენ საუზმეს ვუწოდებთ „ქაჰვაალთი“-ს. ეს ნიშნავს „ქაჰვე ალთი“ ანუ ყავის დალევამდე რამის ჭამას და მერე ყავის დალევას. თურქები დილით გაღვიძებისთანავე და ძილის წინაც ყავას სვამენ“.

მეჰმეთ დილბაზის თქმით, მსოფლიოში ყავა პირვალდ თურქეთში, ოსმალეთის იმპერიის პერიოდში, სტამბოლში, მე-16 საუკუნეში დალიეს.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები