მარნეულელი მედდა Covid-19-ის წინააღმდეგ
მარნეულელმა მედდამ, რამილა ხუბალოვამ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე 600-ზე მეტ ადამიანს გაუკეთა. რამილა ამბობს, რომ აცრის შემდგომი გართულება არც ერთ მის პაციენტს არ ჰქონია.

ექვსასი პაციენტის შემდგომ რამილამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დედასაც გაუკეთა.

„სამწუხაროა, რომ მარნეულში სამედიცინო სფეროს ბევრი წარმომადგენელი არ მოვიდა ასაცრელად. 620 ადამიანიდან 35-36 პაციენტი იქნება მარნეულიდან. ბოლნისის მოსახლეობა უფრო აქტიური იყო ვიდრე მარნეულის. თბილისიდანაც ბევრი მოდიოდა აცრის გასაკეთებლად. „ჯეო ჰოსპიტალიდან“ პერსონალის უმეტესობამ „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა“. - გვეუბნება რამილა

რამილამ დედას აცრა დილის საათებში გაუკეთა, ხოლო საღამოს, მას შემდეგ, რაც მუშაობა დაასრულა დედას სთხოვა, რომ აცრა მისთვის გაეკეთებინა.

ვრცლად↓

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები