მარნეულის მერია 11 ავტომობილის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაში 25 000 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაში 25 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

მარნეულის მერიამ 6 ივლისს გამოაცხადა ტენდერი რომლის მიხედვითაც, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ 2021 წლის ბოლომდე მერიის ბალანსზე არსებული 11 ავტომობილი უნდა შეაკეთოს.

ავტომობილების მიმდინარე შეკეთების მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან მომსახურების ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უქმე დღეების გათვალისწინებით“ - აღნიშნულია მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში

სატენდერო წინადადების მიხედვით, კომპანიას, რომელიც მასში მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტს მარნეულში მინიმუმ ერთი სერვის-ცენტრი უნდა ჰქონდეს.

რადიო „მარნეული“

Print