მარნეულის ბიუჯეტი 45 603 700 ლარი გახდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები კიდევ ერთხელ შეიცვალა და ჯამში 45 603 700 ლარი გახდა.
ცვლილებების შესახებ ინფორმაცია 9 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ვუგარ მამედოვმა გამოიტანა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები 2 აგვისტომდე უნდა ასახონ.

„მოგახსენებთ, რომ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი გაიზარდა 622 000 ლარით. მათ შორის, 85 000 ლარი მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის, 15 000 ლარი სანებართვო მოსაკრებლები, 492 000 არის არაფინანსური აქტივების კლება, ანუ მუნიციპალიტეტის ბალანსზე და ტერიტორიაზე არსებული ქონებების გაყიდვიდან. რაც შეეხება შემცირებულ თანხებს, 350 000 ლარი მუნიციპალიტეტის მერიიდან ამოვიღეთ. ეს არის შპს „სუფთა მარნეულის“ და „სოფწყალის“ შენობებისათვის. 150 000 ამოვიღეთ ბიუჯეტიდან სამხედრო აეროდრომში გათვალისწინებული სპორტული მოედანის მოწყობიდან. აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია განეკუთვება საიდუმლო ობიექტს და ჩვენ უფლება არ გვაქვს ტენდერის გამოცხადების. 280 000 ოფრეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ ვინაიდან არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, ეს თანხა ამოვიღეთ და იქ ახალ შენობას ავაშენებთ“

ვუგარ მამედოვის თქმით, თანხები დაამატეს სხვადასხა მიმართულებით, მათ შორის, 96 000 სკრებულოს ხარჯების ასანაზღაურებლად, 135 000 სოფწყალის სუფსიდიაზე, 25 000 ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს სუბსიდირებაზე, 400 000 ლარი მუნიციპალიტეტის სპოერტსკოლის დაფინანსებაზე. ამ თანხიდან კი 103 000 ლარი არის სოფელ თამარისში დასრულებული სპორტული დარბაზისთვის ინვენტარის შეძენაზე, 64 000 ლარი არის დამატებული კულტურის სახლზე. კონკრეტულად, ცეკვის ანსაბლის ტანსაცმელზე, 400 000 სოციალურ დახმარებებზე და ა.შ.

საკრებულოს სხდომაზე სულ 4 საკითხი განიხილეს. ოთხივე მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები