სადახლოდან სომხეთში გაქცეული თხების დაბრუნებაში მწყემსს მერია დაეხმარება
ერთ კვირაზე მეტია, რაც მოლაოღლელ მწყემსს, 40-მდე თხა გაექცა. სადახლოს ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფელი მოლაოღლი სომხეთის საზღვართან მდებარეობს. გაქცეული თხები კი როგორც აღმოჩნდა, სომხეთის ტერიტორიაზე არიან გადასული.

თხების მეპატრონემ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში არ იცოდა თუ სად წავიდნენ მისი თხები, ხოლო შემდეგ სომხეთის საზღვრიდან მოსახლეობას თხების ხმა შემოესმა, რის შემდეგაც მიხვდნენ, რომ დაკარგული თხები მეზობელ ქვეყანაში იყვნენ გადასული.

მწყემსმა სომხეთის ტერიტორიიდან თხების საქართველოში დაბრუნებაში დახმარება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე როინ დეკანოიძემ განაცხადა, რომ ახლა საზღვარზე სიტუაციაში გარკვევის მიზნით მიდის. დეკანოიძის განმარტებით, საქმის კურსშია მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილიც.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სასაზღვრო პოლიციასაც დაუკავშირდნენ. როგორც დეკანოიძე განმარტავს, თხების საქართველოში გადმოყვანისათვის საქმეში სომხეთის მხარესაც ჩართავენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები