მარნეულის მუნიციპალიტეტში ამცრელი პუნქტების დამატება იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტში ამცრელი პუნქტების დამატება იგეგმება. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პორცესი ორ სამედიცინო დაწესებულებაში, ჯეო ჰოსპიტალსის მრავალპროფილურ და სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში მიმდინარებს, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში, დღიურად 100-მდე ადამიანი იცრება. მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ზაურ ტაბატაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში კიდევ რამდენიმე სამედიციო დაწესებულება ჩაერთვება და შესაძლოა ვაქცინაცია სხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც გახდეს ხელმისაწვდომი.

„იმისთვის, რომ მობილურ ჯგუფებს დაეწყოთ მუშაობა, გადამზადება იყო საჭირო და გადამზადნენ. ამას ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი აკეთებს. „ავერსის“კლინიკა უნდა ჩაერთოს ვაქცინაციაში კიდევ რამდენიმე კლინიკა. ექვსი იქნება ამ კლინიკების მობილური ჯგუფები, ერთი იქნება ჩვენი ჯანდაცვის ცენტრში, მაგრამ ჯერჯერობით მათი დაკომპლექტება ხდება. ალბათ, უახლოეს მომავალში დაიწყება ტერიტორიულ ერთეულებში გასვლაც. ეს შეიძლება იყოს მოძრავი ჯგუფი, შეიძლება ადმინისტრაციული შენობები - მერე მოხდება შერჩევა, ზუსტად არ ვიცი. აცრის პროცესი მარნეულში, ახლანდელი მონაცემებით, ინტენსიურად მიმდინარეობს . დაჯავშნილია ბევრი ადგილი. დღის განმავლობაში, 80-დან 100 -მდე ან ცოტა მეტი იცრება, რაც ცუდი არ არის, მაგრამ ვნახოთ, უფრო უნდა გაიზარდოს რიცხვი“- ამბობს ტაბატაძე.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 464 875 ადამიანია აცრილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 31 ივლისს საქართველო “ფაიზერის“ დამატებით 186 000 ვაქცინას მიიღებს

“დღეს ქვეყანაში მუშაობს 161 დაწესებულება, რომელიც აწარმოებს იმუნიზაციას 380 ამცრელი ბრიგადით. გუშინ ღამე დაემატა 26 აცრილი ბრიგადა “ფაიზერზე”. კიდევ არის საშუალება, ხვალ 168 000 დოზა შემოვა. დღეს ქვეყანაში დევს 2 მილიონამდე დოზა სხვადასხვა ვაქცინის, “ფაიზერის”, “ასტრაზენეკას”, “სინოვაკის” და “სინოფარმის”. სერიოზული მარაგია შექმნილი, რომ მოსახლეობა მასობრივად აიცრას. სწორედ მასობრივ აცრაზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდემიის დაძლევა” – ამბობს ამირან გამყრელიძე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები