მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე უხელფასოდ დარჩენილო დასაქმებულები პარლამენტის წინ აქციებს აანონსებენ
მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე დასაქმებულები კუთვნილ ანაზღაურებას კვლავ ვერ იღებენ. 100-ზე მეტი დასაქმებული უკვე რამდენიმე თვეა კომპანია „აკელიკისა“ და „ტერასაგან“ მათი კუთვნილი ანაზღაურების აღებას უშედეგოდ ითხოვენ.

დღეს, 3 სექტემბერს, უხელფასოდ დარჩენილმა დასაქმებულებმა აქცია კვლავ მარნეულის მერიის წინ გამართეს. მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მერიიდან არავინ გამოსულა დასაქმებულებმა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ გადაინაცვლეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ერთ-ერთმა დასაქმებულამ განაცხადა, რომ „ოცნების“ ოფისში ვერ მიიღეს დახმარება და ვერც ის გაარკვიეს თუ როდის აიღებენ ხელფასს.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნებიდან“ გამოსვლის შემდეგ დახმარების დაპირება ვერ მიიღეს აქციები პარლამენტის წინ დაანონსეს. მათი განცხადებით, მომდევნო კვირის დასაწყისიდან თბილისში, პარლამენტის წინ, მასშტაბურ აქციებს გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე დასაქმებულებმა კუთვნილი ხელფასების აღების მოთხოვნით აქციები 2020 წლიდან დაიწყეს. ისინი პერმემენტულად იკრიბებოდნენ მარნეულის მერიის, კომპანია „აკელიკისა“ და „ტერას“ ოფისთან და გაერთიანებული წყალმომარაგების ოფისთან.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია