აზერბაიჯანული გვარებიდან რუსული დაბოლოების მოშორებისათვის 36 დღეა ხელმოწერებს აგროვებენ
აზერბაიჯანული გვარების რუსული ოკუპაციისაგან განთავისუფლების მიზნით მარნეულშ ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. პლატფორმა „სალამი“ უკვე 36 დღეა რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების, და არა მარტო, ხელმოწერებს აგროვებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად, რათა შემუშავდეს კანონი რომლის მიხედვითაც ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს გვარის დაბოლოებების შეცვლა შეეძლებათ.

„დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით კანონმდებლობის შეცვლას, ან ჩვენთვის მსგავსი უფლების მოცემას. ეს ყველაფერი ვერ განხორციელდა და ამიტომ გადავწყვიტეთ რთული გზით, მაგრამ სიღრმისეული და ქვემოდან წამოსული პროცესით, 25 000 ხელმოწერის მოგროვებით, პარლამენტისათვის მიმართვა. დღეს ჩვენ უკვე 20 000-მდე ხელმოწერა გვაქვს შეგროვებული და ხელმოწერების შეგროვებამდე 10 დღეა დარჩენილი. ამ პერიოდის განმავლობაში მარნეულის სოფლებში ვაპირებთ ხელმოწერების შეგროვებას“ - განაცხადა პლატფორმა „სალამის“ თანადამფუძნებელმა ქამრან მამედლიმ

პლატფორმა „სალამის“ წევრები მომდევნო 10 დღის განმავლობაში მარნეულის სოფლებში კარდაკარ ივლიან და მოსახლეობის ხელმოწერებს შეაგროვებენ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ქამრან მამედლიმ განაცხადა, რომ დღეისათვის საქართველოში არ არსებობს კანონდმებლობა, რისი მიხედვითაც ეთნიკუირად აზერბაიჯანელები გვარის დაბოლოებების შეცლას შეძლებენ. სალამის ინიციატივა კი სწორედ ამ შესაძლებლობის შექმნის მიზნითაა წამოწყებული.

რადიო „მარნეული“

Print