ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წერაქვში "სკვერი ბიბლიოთეკა" გახსნა
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით სოფელ წერაქვში "სკვერი ბიბლიოთეკა" გაიხსნა .

რადიო "მარნეულთან" საუბრისას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ განაცხადა, რომ "სკვერი ბიბლიოთეკა" საქართველოს მასშტაბით ყველა სოფელში და ადმინისტრაციულ ცენტრში ეწყობა.

"ამას აქვს ორი დატვირთვა, ერთი არის სიმბოლური შეხსენება წიგნისა და მეორე პრაქტიკული, როდესაც შენ შეგიძლია ეს წიგნები გამოიღო და წაიკითხო, დააბრუნო და ა.შ. თვითონ სოფელი სრულიად ლეგენდარულია. ერთი მხრივ არის დიდი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის, სოფელი და მეორე მხრივ უკავშირდება ბიბლიოთეკასაც რადგან ნოდარ წულეისკირი, რომელიც ამ სოფლიდან იყო, იყო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და ამავდტოულად ძალიან კარგი მწერალი".

გიორგი კეკელიძის განმარტებით, ეროვნული ბიბლიოთეკა მარნეულოს ყველა სოფელში "სკვერი ბიბლიოთეკის" ან "სასოფლო ბიბლიოთეკის" გახსნას გეგმავს. მისი თქით, 2021 წლის პრიორიტეტი მარნეულში აღნიშნული სახის ბიბლიოთეკების გახსნაა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას წერაქვის საჯარო სკოლის დირექტორი სალომე მაყაშვილი აცხადებს, რომ ბიბლიოთეკით სარგებლობა როგორც მოსწავლეებს, ისე სოფლის სხვა მაცხოვრებლებსაც შეეძლება.

"ჩვენ სკოლაშიც გვაქვს ბიბლიოთეკა რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და შემოწირულობებიც ბევრი გვაქვს ხოლმე, ამიტომ თუ ვინმეს ჩვენი სოფლის ბიბლიოთეკისათვის წიგნის ჩუქება მოუნდება არანაირი პრობლემა არ იქნება, პირიქით სიხარულით მივიღებთ" - გვითხრა სალომე მაყაშვილმა

წერაქვის "სკვერ ბიბლიოთეკაში" მკითხველს როგორც სამეცნიერო, ისე მხატვრული ლიტერატურა დახვდება.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია