დღეს აზერბაიჯანში ხსოვნის დღეა
დღეს აზერბაიჯანში სამამულო ომში დაღუპული შეჰიდების ხსოვნის დღეა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის 2020 წლის 2 დეკემბრის ბრძანებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისადმი ხსოვნის პატივსაცემად, 27 სექტემბერი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც ხსოვნის დღე

ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მოქმედ რელიგიურ ტაძრებში - მეჩეთებში, ეკლესიებში, სინაგოგებებში შეჰიდების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

წუთიერი დუმილი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა პატივსაცემად 12:00-ზე გაიმართება.

საღამოს არაერთი შენობა, მათ შორის ჰეიდარ ალიევის ცენტრი და Flame Towers აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება. სამახსოვრო ღონისძიებებს ჰეიდარ ალიევის ფონდის საზოგადოებრივი ასოციაცია "რეგიონული განვითარება" გამართავს.

ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აზერბაიჯანის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი სტრუქტურები ქვეყნის მასშტაბით მთელ რიგ ღონისძიებებს მოაწყობენ, ღონისძიებები საზღვარგარეთაც გაიმართება.

Mənbə: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები