#გვარიდამიბრუნე კანონპროექტის განსახილველად სალამმა 25 000 ხელმოწერა პარლამენტში შეიტანა
პლატფორმა სალამი "გვარდი დამიბრუნეს" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერები პარლამენტში შეიტანა. 25 000 ხელმოწერა მათ საქართველოს პარლამეტს უნდა წარუდგინონ.



#გვარიდამიბრუნე - პლატფორმა „სალამმა“ ხელმოწერების შეგროვება დაასრულა. 2 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა პლატფორმა „სალამის“ ინიციტავის რეგისტრაციას, რომლის მიხედვითაც, „სალამი“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების გვარებიდან რუსული დაბოლოებების (ოვ, ევ და სხვა) ამოღების შესაძლებლობის შექმნას, სურვილის შემთხვევაში.

ორგანიზაციას 45 დღის განმავლობაში, 25 000 ხელმოწერა უნდა შეეგროვებინა. როგორც რადიო „მარნეულს“ „სალამის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქამრან მამედლიმ უთხრა, ოგანიზაციის წევრების და სხვა მოხალისეების ძალისხმევით, 25 000 ხელმოწერაზე მეტი შეაგროვეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები