ლაშა ქველაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ
მარნეულის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ლაშა ქველაძეს, რომელიც რუსთავის ციხეშია გადაყვანილი, ბრალს სავარაუდოდ დღეს, საღამოს 19:00 საათზე, წარუდგენენ. ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ დაკავებულის მამამ გივი ქველაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ლაშა პოლიტიკური პატიმარია.

,,ლაშა არის რუსთავის ციხეში და ამ დრომდე არ ვიცით მისი დაკავების მიზეზი, დღეს 11:00 საათზე უნდა წაეყენებინათ ბრალი და გადადეს, საღამოს 19:00 საათზე მისი დაკავებიდან 48 საათი შესრულდება და ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს, ან გაანთავისუფლებენ, ყველამ კარგად ვიცით რომ ლაშა დააკავეს პოლიტიკური ნიშნით.“ - განაცხადა ქველაძემ.

ლაშა ქველაძე მარნეულში პოლიციამ 3 ოქტომბერს დააკავა. მისი დაკავება არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 30 სექტემბერს, მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. ლაშა ქველაძემ რადიო „მარნეულთან“ განაცხადა, რომ მას თავს სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ როვშან ისკანდაროვი დაესხა, ხოლო ისკანდაროვი აცხადებს, რომ ქველაძე თავად დაესხა თავს. აღსანიშნავია, რომ როვშან ისკანდაროვი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალისის“ კლინიკაში სახის ძვლის დაზიანებებით იყო გადაყვანილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები