ხელსაქმედ ქცეული ბავშვობის გატაცება
მარნეულელი მკერავი, მარიკა ბარბაქაძე შვიდი წელია შეკვეთებზე მუშაობს. გვიყვება, რომ ხელსაქმე ბავშვობიდანვე შეიყვარა და პირველად დაახლოებით 5 წლის ასაკში შეკერა. მარიკას პანდემიამაც ვერ შეუშალა ხელი და მაშინაც კი, როცა მარნეული ჩაკეტილი იყო, პირბადეების შეკერვა გადაწყვიტა.



‘’კერვა რომ დავიწყე, ძალიან პატარა ვიყავი. დედა და დეიდა კერავდნენ, მაინტერესებდა რას აკეთებდნენ, ვაკვიდრებოდი მათ მუშაობის პროცესში, რასაც აკეთებდნენ მომწონდა. ვუყურებდი და ვსწავლობდი მეც, მერე უკვე ჩემი ფანტაზიით ვკერავდი. ბავშვის ტანსაცმელებს დავაკვირდებოდი და მერე ვკერავდი თოჯინებისთვის კაბებს, შარვლებს, ქუდებს ,ვალამაზებდი ჩემს თოჯინებს. უკვე დიდ ასაკში, ჩემთვის ვიკერავდი კაბებს ,შარვლებს. ერთი პერიოდი, კაბა-შარვლები იყო მოდაში და რამდენიმე შევიკერე. მერე უკვე ოჯახისთვის თეთრეულის კერვა დავიწყე და მეზობლებმა რომ ნახეს, შეკვეთები მომცეს. ამის შემდეგ ჩემი გატაცება ხელსაქმედ გადაიქცა, ეს დაახლოებით 7 წლის წინ მოხდა. ამ საქმიდან პირადი შემოსავალი მაქვს,რომ იტყვიან გულის ჭიას ვიხარებ. ახლა უკვე ვკერავ თეთრეულს, საბნებს, ბავშვის საწოლის ბამპერებს, გამოსაკრავებს და ა.შ. პანდემიის დროს ჩემთვის შევიკერე პირბადეები, მოეწონათ და წამოვიდა მოთხოვნა, როდესაც მარნეული ჩაიკეტა ქსოვილის საყიდლად ვერ მივდიოდი თბილისში. ამიტომ რაც მქონდა ქსოვილი სახლში დარჩენილი ის გამოვიყენე და პირბადეები შევკერე, დღეში დაახლოებით 100 პირბადეს ვყიდდი. ეს იყო ჩემი შემოსავალი. საახალწლოდ ვკერავ ხოლმე პატარა „ტომსიკებს“ და სხვადასხვა ნივთს. რაც მთავარია ჩემი საქმიანობით გულს ვიხარებ.“
-ამბობს მარიკა



15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალთა დღე, საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალის შრომა და მოუწოდებს ღირსეულად დააფასონ ისინი. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს, სოფლად მცხობრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით,სოფლად მცხოვრები ქალები მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ და გლობალურისოფლის მეურნეობაში ჩართული მუშახელის 43% არიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები