კორონავირუსის გამო მარნეულში ერთი სკოლა დაიხურა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარი სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები გაიზრდა. 18 ოქტომბრის სტატისტიკით, სრულად დაიხურა სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლა და სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა. ონლაინ სწავლობს მარნეულის მუნიციპალიტეტის კიდევ სამი სკოლის ცაკლეული კლასები. როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს ცენტრში უთხრეს, ლეჟბადინის სკოლაში ინფიცირების რისკი გაცილებით მაღალი იყო და სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ  166 მოსწავლე და 34 სკოლის პერსონალი სრულად გადაეყვანათ დისტანციურ სწავლებაზე.

„ინფიცირებულებს შემხებლობა, ფაქტობრივად, მთელ სკოლასთან ჰქონდათ. დირექტორი, საქმის მწაროებელი, ვისაც უფრო უხდება ხშირი შეხება სკოლასთან. მთლიანობაში ოთხი მასწავლებლია. ადგილობრივმა ჯანდაცვის ცენტრმა მიიღო ასეთი რეკომენდაცია, რომ სრულად გადაეყვანათ 12 დღის განმავლობაში დისტანციურდ. მეხუთე სკოლაში, მეექვსეში და კიდევ სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები. მეხუთე სკოლაში არის ორი სხვადასხვა კლასის წარმომადგენელი მოსწაავლის ინფიცირების შემთხვევა, წერეთელში არის მაწავლებლის ინფიცირების შემთხვევა და მეექსვე სკოლაშიც მასწავლებლების ინფიცირება“
- ამბობს მარნეულის რესურს ცენტრის წარმომადგენელი ირმა დავაძე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ 74-ივე სკოლაში სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს განახლდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, აუცილებელია, რომ სასწავლო სივრცეში ყველამ პირბადე ატაროს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები