მარნეულელი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მოკრივე, გიორგი ჟორჯოლიანი, ევროპის ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას. საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მარნეულელმა სპორტსმენმა ბელორუსი მოკრივე დაამარცხა. მარნეულის სპორტული სკოლის ხელმძღვანელი, მამუკა ნავერიანი იმედოვნებს, რომ გიორგი ჟორჟოლიანი საქართველოში დიდი მიღწევებით დაბრუნდება და იქნება მოტივაცია მომავალი თაობისთვის დაკავდნენ კრივით და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესით.

„გიორგი ჟორჟოლიანი ბავშვობიდან ვარჯიშობს კრივში მარნეულში. მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში მას თავდაუზოგავი შრომისთვის და მადლობა ვუთხრა მის მწვრთნელებს იმისთვის, რომ ჩვენ დღეს ვამაყობთ გიროგის ჩემპიონატზე მონაწილეობით. იგი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ახალგაზრდულ ნაკრებბში და ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენია . ასევე , მადლობა უნდა ვუთხრა საქართველოს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელს , ბატონ დავით წიკლაურს და საქართველოს კრივის სამწვრთნელო შტაბს იმისთვის, რომ ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე, გიორგის აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე" - ამბობს მამუკა ნავერიანი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდულ მოკრივეთა ნაკრები მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად 13 ოქტომბერს გაემგზავრა. ჩემპიონატი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გარეკანის ფოტო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები