„მათ ერთადერთი შეიძლება შეინანონ, ხოლო პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა აეკრძალოთ“ - მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი „ენმ“-სა და სააკაშვილზე
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი, 17 ოქტომბერს, საკვირაო ქადაგებისას ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა. ჯამდელიანის განმარტებით, სამწუხაროა დღევანდელი მდგომარეობა, რადგან ქვეყანაში ისევ წარსულ რეჟიმზე გვიწევს საუბარი და პატარა ერი პარტიებადაა დაყოფილი. მეუფის თქმით, ქვეყანაში არის დიდი განსაცდელები, თუმცა საზოგადოება ამ განსაცდელებმა უნდა გამოაფხიზლოს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს ავადსახსენებელ ტოტალიტარულ რეჟოიმად მოიხსენიებს, რომელმაც მრავალი ოჯახი გააუბედურა და მრავალი პატიმრად აქცია. მისი განმარტებით, პარტიის წევრებმა ეს ქმედებები უნდა შეინანონ, ხოლო პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა აეკრძალოთ.

,,სამწუხაროა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. ვინ იფიქრებდა, რომ 2021 წელს ჩვენ მოგვიწევდა ისევ წარშული ხელისუფლების რეჟიმზე საუბარი, ეს რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას აკისრებს დღევანდელ ხელისუფლებასაც, მაგრამ მე ჩვენი საზოგადოების გამკვირვებია, რომ დაივიწყეს ის წარსული. იცით რომ პოლიტიკური ორგანიზაცია რომელიც ახლა ცდილობს, ერთგვარი რეინკარნაცია მოახდინონ, რომლის სათავეში იდგა ბატონი სააკაშვილი, მათი ხელისუფლების დროს საკუთარი მოსახლეობისადმი გარეულ მხეცზე დაუნდობელნი იყვნენ. ზოგიერთები სამსახურს უწევენ მას. იმედია ჩვენს საზოგადოებას გონიერება ეყოფა და სწორ დასკვნებს გააკეთებს, როცა საუბარია საყოველთაო შერიგებაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ჩვენი მცირერიცხოვანი ერი დაყოფილია პარტიებად, ერთიანობა უნდა მოხდეს ჭეშმარიტებაში, სამართლიანობა წინ უნდა უსწრებდეს მშვიდობას, მართლაც დიდი განსაცდელები არის. საით მივექანებით არ ვიცი, მაგრამ ჩვენ განსაცდელებმა უნდა გამოგვაფხიზლოს. შეძლება არ მოგვწონდეს დღევანდელი ხელისუფლება და კრიტიკულიც იყო, მაგრამ ავადსახსენებელი ტოტალიტარული რეჟიმი რომელმაც მრავალი ოჯახი გააუბედურა, მრავალი პატიმრად აქცია და იმ უბედურებებს აღარ ჩამოვთვლი რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, არ შეიძლება ადამიანი ცდილობდე რომ რაღაც არ მოგწონდეს და ისევ იქ მიდიოდე. მათ ერთადერთი შეიძლება შეინანონ, ხოლო პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა აეკრძალოთ. ვინც დანაშაულებრივ საქმიანობაში იქნება მხილებული საკუთარი ხალხისადმი, ასეთებს აღარ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მოდიოდნენ მაღალ თანამდებობებზე და პოლიტიკურ მოღვაწეობას აგრძელებდნენ. გაოცებული ვარ, პიროვნებები რომლებიც ჩვენს უწმინდესს, პატრიარქს რას არ კადრებენ და აი ამ პიროვნებას ლამისაა წმინდანის და მოწამის მანტია მოასხან, გესმით რახდება ჩვენს საზოგადოებაში?! შეიძლება არახსოვს ახალგაზრდა თაობას, მაგრამ ჩვენ უფროს თაობას გვახსოვს, ასე რომ წინ უნდა გავიხედოთ მაგრამ ისე რომ წარსული არ დავივიწყოთ და ვფიქრობდეთ მომავალზე“. - განაცხადა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა

აღსანიშნავია რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს და იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს. სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც მოქალაქეებთან ერთად სასულიერო პირებმაც მოაწერეს ხელი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები