მარნეულის მუნიციპალიტეტი "ვაქცინაციის მარათონს" შეუერთდა
მარნეულის მუნიციპალიტეტი "ვაქცინაციის მარათონს" შეუერთდა. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება 20 ოქტომბრიდან სოფელ წერეთლისა და თამარისის ამბულატორიებში გახდა შესაძლებელი. იმუნიზაციის პროცესში ჩაერთო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ  ტაბატაძემ, აცრის პირველი დოზა სოფელ წერეთლის ამბულატორიაში გაიკეთა. ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის  სხვა სოფლებშიც გახდება ვაქცინაცია ხელმისაწვდომი.



"დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე,ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სიცოცხლე არის ვაქცინაცია. ამიტო, აუცილებელი ვაქცინაცია და პირბადის ტარება. საქართველო არ არის განებივრებული მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, ამიტომ თითოეული ადამიანის დაკარგული სიცოცხლე, აუნაზღაურებელი დანაკლისია ქვეყნისთვის. მარათონის ფარგლებში იგეგმება სოფლებში გასვლა. როგორც სადახლოში, ისე ოფრეთში იქ სადაც, მართლაც ძნელია მოსახლეობის ჩამოყვანა ვაქცინაციის ცენტრებში. თუ საჭირო გახდება, მერია მზად არის, ორგანიზებულად მოახდინოს აცრის მსურველთა ტრანსპორტირება აცრის პუნქტებამდე" - ამბობს ზაურ ტაბატაძე

კორონავირუსის დამარცხებისს ერთადერთ საშუალებად ვაქცინაციას მიიჩნევს, მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნინო დეკანოიძეც. ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად, იმუნიზაციის გააქტიურება მნიშვნელოვანია.



"ცალსახად მნიშვნელოვანია და აუცილებელი მოქალაქეობრივი ვალი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს მოვიხადოთ. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, რომ მაქსიმალურად მართოს ეფექტურად კოვიდპანდემიის პროცესი. ჩართული ვართ, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად აიცრას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და დღეს კიდევ ორი აცრის პუნქტი დაემატა  ადგილობრივი ხელისუფლების მიერ" -
ამბობს ნინო დეკანოიძე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა სოფელ წერეთლის საბავშვო ბაღის თანამშრომელმა  ნინო ბერძენიძემ. ამბობს, რომ გადაწყვეტილება საკუთარი და ბავშვების უსაფრთხოების მიზნით მიიღო.


"ვაქცინაცია აუცილებელია, რომ  გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენს მომავალს და ჯანმრთელობას" - ამბობს ლია ბერძენაძე

18 ოქტომბრიდან საქართველოს დიდ სოფლებში, სადაც 3 ათასზე მეტი მოსახლეა, „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო. ეს პროცესი სხვადასხვა რეგიონში 50-მდე სოფელს მოიცავს. მარათონის მიზანი კვლავ გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე აცრის მაჩვენებლის გაზრდაა. მარნეულის მუნიციპალიტეტში  ვაქცინაცია ბოლო პერიოდში 50%-ით შემცირდა.


Print