სასკოლო სივრცეში დასაბრუნებლად -დაშტაფას სოფლის პირველი აცრილი პედაგოგი
77 წლის მარზია მახმუდოვა 56 წელია მასწავლებლად მუშაოობს. დაშტაფას საჯარო სკოლაში პირველი პედაგოგია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მიიჩნევს, რომ იმუნიზაცია კორონავირუსის დამარცხების ერთადერთი გზაა.

„აცრა სკოლაში მუშაობისთვის გავიკეთე. ავად რომ არ გავხდე და სასწავლო პროცესს არ ჩამოვშორდე. ონლაინ გაკვეთილები ნულის ტოლფასია. ზოგს კომპუტერი, ზოგს ინტერნეტი არ აქვს და 3-4 ბავშვი თუ გესწრება. ცოტახანია რაც სწავლა დავიწყეთ და ბავშვები აქტიურობენ, დაფასთან გამოსვლას ითხოვენ - უფრო გააქტიურდნენ“

მარნეულის მუნიციპალიტეტის 74 საჯარო სკოლაში დასაქმებული 3000-მდე პერსონალიდან ამ ეტაპზე, 1650-ია აცრილი.

ვრცლად:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები