ბოლდუინმა გადაღებაზე სარეკვიზიტო იარაღიდან გაისროლა — დაიღუპა ოპერატორი, რეჟისორი დაჭრილია
ალეკ ბოლდუინმა ფილმის გადაღებებისას სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოკლული ქალი 42 წლის დამდგემლი ოპერატორი, ჰალინა ჰაჩინსია, დაჭრილი კაცი კი ფილმის რეჟისორი, 48 წლის ჯოელ სიუზა.

სამართალდამცავების მიერ CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლდუინმა გაისროლა სარეკვიზიტო იარაღიდან, რომელშიც, წესით, ნამდვილი ტყვიების ნაცვლად ცარიელი ტყვიები უნდა ყოფილიყო და მხოლოდ ხმა გამოეცა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. გამომძიებლები იკვლევენ, რატომ და როგორ აღმოჩნდა იარაღში სასიკვდილო ტყვიები.

ადგილობრივი შერიფის ინფორმაციით, ბოლდუინი დეტექტივებს საკუთარი სურვილით გაესაუბრა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

შემთხვევა ნიუ მექსიკოში, ვესტერნის ჟანრის ფილმის, Rust-ის გადაღებებისას მოხდა.

წყარო: ნეტგაზეთი
Print