მარნეული-ბოლნისის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ასფალტს აგებენ
მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელი გზის
რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპატრამენტში განმარტეს, რომ სამუშაოებს
კომპანია ,,მილენიუმ ბილდერს გრუპი“ აწარმოებს და მთლიანობაში 8
კილომეტრიანი გზა დაიგება. გზის დაგებისათვის 7 436 556 ლარია
გამოყოფილი. გარდა ამისა, მოასფალტდება იმავე გზის მე-40-ე 41-ე
კილომეტრის მონაკვეთი. სამუშაოებს კომპანია ,,ერ ტე დე“ აწარმოებს და
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 4 100 000 ლარი ჯდება.
„დაიწყო ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის
30-37 კილომეტრ მონაკვეთზე გზების მოასფალტება. მთლიანობაში 8
კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოების ,,მილენიუმ
ბილდერს გრუპი“ აწარმოებს. პროექტი 7 436 556 ლარი ჯდება. ამ გზაზე
ასევე იწყება კმ40-კმ41 მონკვეთზე გზის რეაბილიტაცია, შემსრუბელი
კომპანიაა -,,ერ ტე დე“ და აღნიშნულის ღირებულება 4 100 000
ლარია“. - გვითხრეს საავტომობილო გზების
დეპარტამენტში.
26 მაისის ქუჩაზე მარნეული-ბოლნისის გზის რეაბილიტაცია 22 ოქტომბერს
დაიწყო. პროექტი 9 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელი გზა თითქმის
ერთი წელია ამორტიზებულია და გადაადგილების პრობლემა განსაკუთრებით
წვიმიან ამინდში იქმნება.
რადიო „მარნეული“