ბოლო ერთ კვირაში მარნეულში კორონავირუსის 200 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდ
19-ით 200 ადამიანი დაინფიცირდა.
მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის
ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მარნეულში
კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.
,,ბოლო ერთ კვირაში, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით,
მარნეულის მასშტაბით გვაქვს 200 კოვიდ დადებითი შემთხვევა, ასევე არის
გარდაცვალებაც. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია ორი
ადამიანი“. - განაცხადეს ჯანდაცვის ცენტრში
მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტში გვითხრეს, რომ წინა კვირასთან
შედარებით ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ მოიმატა და 17
ოქტომბრიდან დღემდე მარნეულში კოვიდ საწინააღმდეგო აცრა 404-მა
ადამიანმა გაიკეთა.
რადიო „მარნეული“