22 დღეა მარნეულის ბაღებში ხორცისგან არაფერი მომზადებულა
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, საბავშვო ბაღებში ხორცის შესყიდვის ხელშეკრულება უკვე დადეს, ხოლო კომპანია პროდუქციას დღეს ან ხვალ მიაწვდის.

მარნეულის ბაღებში ხორცი უკვე რამდენიმე კვირაა არაა, მაგრამ მენიუებში მაინცაა შეტანილი. მარნეულელმა მშობელმა, ნონა სამხარაძემ, 13 ოქტომბერს, "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პირად შეტყობინებებში აღმზრდელები ბაღებში შეუსაბამო კვების რაციონზე წერდნენ. გაბრაზებულმა მშობელმა დახმარების თხოვნით უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მიმართა. მსგავსი წუხილით რადიო „მარნეულს“ ბაღის აღმზრდელებმაც მომართეს, რომლებიც აცხადებენ, რომ ბაღების მენიუში ხორცი შეტანილია, მაგრამ რეალურად ბავშვებამდე მას არ მიუღწევია.

14 ოქტომბერს რადიო „მარნეულს“ ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარიმოვმა უთხრა, რომ ბაღებს ხორც დაჩქარებული წესით 18 ოქტომბერს მიაწვდიდნენ, მაგრამ ბაღებში ხორცი ამ დრომდე არაა შეტანილი.

მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამარტივებული შესყიდვა 22 ოქტომბერს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით გაერთიანება ხორცში 15 312 ლარს გადაიხდის. როგორც ზაურ ქარამოვმა განაცხადა, ბაღებში ხორცს 26-27 ოქტომბერს შეიტანენ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია