მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წარჩინებულ სტუდენტებს
1000 ლარით დააჯილდოებს.
განცხადებების მიღება ადგილობრივ თვითმმართველობაში უკვე დაიწყო.
როგორც მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა
განყოფილების უფროსი, ელგუჯა კუპატაძე ამბობს, ამ ეტაპზე, 3
განაცხადია შესული. მათგან ორი დაახარვეზეს და სტუდენტებს
გამოსასწორებელი ვადა მისცეს.
„გადაწყვეტილება იქნა მიღებული 2021 წლის 7 ოქტომბერს
საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ითვალისწინებს წარმატებული სტუდენტენის,
წელიწადში ერთხელ 1000 ლარით დაჯილდოებას. წარმატებულ სტუდენტად
ითვლება ის, ვისქაც წინა წლის ორივე სემესტრის საშუალო ქულა ექნება
95-დან ზევით. ასეთი სტუდენტები თუ ვინმე იქნება მარნეულში, უნდა
მოგვმართონ და განვიხილავთ“
1000 ლარიანი ჯილდოს მისაღებად სტუდენტებს მერიაში მიმართვა ნოემბრის
ჩათვლით შეეძლებათ. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო დეკემბრის ბოლოს
გადაეცემათ.