მერიამ მარნეულის მოსართავად 195 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობა 195 000 ლარად ქალაქ მარნეულში საახალწლო მორთულობების შეძენა/მოწყობას, არსებულის აღდგენისა და თანმდევი მომსახურების (მონტაჟის) შესყიდვას გვპირდება.

19 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ 2022 წელი მარნეულში განსხვავებულად შემობრძანდება. განთდება და სხვადასხვა ილუმინაციებით მოირთვება 26 მაისის ქუჩა, შადრევანი, იუსტიციიდან ხიდამდე არსებული ტერიტორია, ხიდი, რუსთაველის ქუჩა, ბაზრის მოედანი, მერიის შენობა, რუსთაველის ქუჩის ბოლო მონაკვეთი, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურიდან ავერსის კლინიკამდე ტერიტორია და კულტურის ცენტრი.

პროექტის თანახმად, ასე უნდა გამოიყურებოდეს საახალწლოდ განათებული მარნეული. გთავაზობთ რამდენიმე სურათს:

ასე განათდება ხიდი

ასე მოირთვება შადრევანი, უბრალოდ წელი შეეშალათ

195 000 ლარიანი ტენდერი მერია, 19 ნოემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 27-დან 30-ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 20 დეკემბრამდე შეასრულოს.

ვიდრე მერია აღნიშნულ ტენდერს გამოაცხადებდა, მანამდე, საახალწლოდ ქუჩების განათების გეგმაში 4 500 ლარი დახარჯა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები