სოფლად მცხოვრები ქალების აქტივობა ერთმანეთის გასაძლიერებლად
დღეს, 30 ნოემბერს, ხულდარას სათემო ცენტრში შეხვედრა გამართა „ქალთა კავშირმა“. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერული უნარ-ჩვევების კურსები ჩაუტარეს. როგორც კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირადა აფანდიევა ამბობს , პროექტს, რომელსაც ახლა „ფიფლ ინ ნიდის“ მხარდაჭერით ახორციელებენ , თემის საჭიროებებს მოარგეს. საუბარია კომპიუტების, პროგრამა „თიმსის“ და ქართული ენის შემსწვლაზე. აფანდიევას თქმით, უკვე ორი წელია საკუთარი თემის გაძლერებაზე ზრუნავენ.



„ამ ორი წლის განმავლობაში, ორი სოფლის ქალებთან ჩავატარეთ გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო სოფლის და ძირითადად ქალების პრობლემების გამოვლენა. აქ შედიოდა წყლის პრობლემა, გზის პრობლემა, სკოლის პრობლემა, რომელიც ქალებთან ერთად მოვაგვარეთ. თვეში ერთხელ ვაკეთებთ ამ ქალებთან გამოკითხვას და ვხედავთ რა პრობლემები დაგვრჩა ან მოვაგვარეთ. ამ წელს „ფიფლ ინ ნიდის“ ფარლებში მოვიგეთ ორი პროექტი, რომლის მთავარი მიზანი იყო ქალების გაძლეირება, მათი უფლებების დაცვა. ამ პროექტის ფარგლებში ვატარებთ სხვადასხვა ტრენინგებს მასწავლებლებისთვის, ბავშვებისთვის და მშობლებისთვის“

„ქალთა კავშირის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ხანიფა აფანდიევა ამბობს, რომ მათი აქტივობები ძირითადად მიმართულია ქალთა გაძლიერებაზე, თემში არსებული პრობლემების გადაჭრასა და ადვოკატირებაზე.
აფადნიევას თქმით, პროექტი ორი წლის წინ დაიწყეს და არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით არაერთი ქალის გაძლიერება შეძლეს ეკონომიკურად. სწორედ ეს ნაბიჯი იყო მათთვის მუხტი არ გაჩერებულიყვნენ და სხვადასხვა გრანტები მოეპოვებინათ.



„ჩვენ პირველად, ფონდი „ტასოს“ დამხარებით დავიწყეთ ეს პროექტი და შევქმენით ქალთა ჯგუფი, რომელსაც ჰქვია „ქალთა კავშირი“ . ამ ჯგუფში ორი სოფლის ქალებია არიან გაერთიანებულები სულ 29 ქალია. ჩვენ ერთად დავწერეთ და შევიტანეთ ახალი პროექტი ფონდ „ტასოში“ რომლის მიზანი იყო ქალების ფინანსურად, ეკონომიკურად გაძლიერება. 15 ქალი უკვე დაფინანსებულია და თავისი ბიზნესი აქვს. მათ შორის არის ლავაშის სახლი, ტკბილეულის სახლი, სილამაზის სალონი, სათბურები. ამის შემდეგ ჩვენ არ გავჩერდით და ახალი პროექტები შევიტანეთ სხვადასხვა დონორებთან. მაგალითად გასულ წელს გვქონდა პროექტი „ქალთა ფონდი საქართველოსთვის“ გავიმარჯვეთ და ჩვენი სოფლის შესასვლელი, სადაც ნაგავსაყრელი იყო დავასუფთავეთ და სკვერი გავაკეთეთ“

„ქალთა კავშირის“ მიზანი სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემების აღმოჩენა, მათი მოგვარება და გაძლიერებაა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია