მარნეულელი მამები გენდერული თანასწორობისათვის
მარნეულში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში მამების, რუბენ საპონჯიანის და ქამრან აფენდიევის გამოსახულებით ბანერები განათავსეს.

ბანერები კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ინიციატივით მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე გააკრეს.

„ბანერები ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
მონაცემები გენდერული ურთიერთობების შესახებ, გვიჩვენებს, რომ ტრადიციული გენდერული როლების ირგვლივ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით კაცებს თანაბრად გაინაწილონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ“.
- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში

ქამრან აფანდიევი მარნეულში მასწავლებლად მუშაობს, ხოლო რუბენ საპონჯიანი ინჟინერია. ბანერებზე ისინი თავიანთ შვილებთან ერთად, წიგნის კითხვისა და სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს არიან ასახული.

მარნეულელი მამების შესახებ პოსტები გამოქვეყნებულია „კაცები ზრუნავენ“ ფეისბუქ გვერდზეც, სადაც რუბენი და ქამრანი საკუთარ მამობრივ გამოცდილებაზე საუბრობენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები