სიმშვიდესა და 18 წუთში დამტკიცებული მარნეულის 36 539 800 ლარიანი ბიუჯეტი
დღეს, 1 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სულ ერთი საკითხი იყო გამოტანილი. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს და დაინტერესებულ პირებს მარნეულის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა წარუდგინა.

„მოგახსენებთ, რომ 2022 წლის ბიუჯეტი შეადგენს 36 539 800 ლარს, რომელიც წინა წელს დამტიკცებულ ბიუჯეტთან შედარებით 5 301 200 ლარითაა გაზრდილი“. - განაცხადა ვუგარ მამედოვმა

მარნეულის 2022 წლის ბიუჯეტი საკრებულოს სხდომაზე 18 წუთში დაამტკიცეს. ბიუჯეტთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა ჰქონიათ არც საკრებულოს წევრებს და არც დამსწრე საზოგადოებას.

დღეს საკრებულოს ამ მოწვევის ბოლო სხდომა გაიმართა. ახალი მოწევევის საკრებულო მუშაობას 3 დეკემბრიდან შეუდგება.

„მინდა ორიოდე სიტყვით მივმართო ჩემს კოლეგებს, დეპუტატებს. ეს არის ბოლო სხდომა, ჩვენ ოთხი წლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული მუშაობისათვის. რა თქმა უნდა, ახალ საკრებულოში უმრავლესობა ძველი შემადგენლობიდან რჩებიან, მაგრამ ვინც ვერ გახდნენ ახალი საკრებულოს წევრები, მინდა თითოეულ დეპუტატს მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისათვის“. - განაცხადა მარნეულის საკრებულოს თავმჯფომარე ამირან გიორგაძემ

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში მერიის მიმდებარედ სამართალდამცველები და დაცვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. სავარაუდოდ მერია მარნეულშიც მოელოდა დაპირისპირებას ბიუჯეტის დამტკიცებისას, მაგრამ პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

გთავაზობთ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს რომელიც მარნეულში 2022 წელს განხორციელდება:

ქალაქ მარნეულში ორი მინი სტადიონის მშენებლობა - 300 000 ლარი
სოფელ კიროვკაში მინი სტადიონის მშენებლობა - 150 000 ლარი
სოფელ თამარისში შიდა გზის მოასფალტება - 400 000 ლარი
სოფელ მარადისის შეიდა გზის მოასფალტება - 400 000 ლარი
სოფელ შაუმიანის შიდა გზა - 400 000 ლარი
სოფელ ახლომახმუდლოს შიდა გზა - 400 000 ლარი
სოფელ ხოხმელის შიდა გზა - 300 000 ლარი
სოფელ ოფრეთის შიდა გზა - 400 000 ლარი
სოფელ სეიდგოჯალოს შიდა გზა - 400 000 ლარი
სოფელ ქუთლიარის შიდა გზა - 400 000 ლარი
სოფელ ლეჟბადინის შიდა გზა - 400 000 ლარი
სოფელ ხანჯიგაზლოს შიდა გზა - 400 000 ლარი
სოფელ ახკერპის შიდა გზა - 300 000 ლარი
სოფელ წითელსოფლის შიდა გზა - 350 000 ლარი
სოფელ ახლოლალოს შიდა გზა - 400 000 ლარი
სოფელ ილმაზლოს შიდა გზა - 300 000 ლარი
სოფელ ამბაროვკას შიდა გზა - 300 000 ლარი
სოფელ კასუმლოში სასმელი წყლის ავზის მშენებლობა - 300 000 ლარი
სოფელ მოლაოღლის შიდა გზა - 400 000 ლარი
სოფელ კასუმლოს გზა - 400 000 ლარი
სოფელ დიდი მუღანლოს გზა - 400 000 ლარი
სოფელ ბაიდარის გზა - 400 000 ლარი
სოფელ სიონ-წერაქვის გზა - 400 000 ლარი
სოფელ შულავერში აგარაკების დასახლების გზა - 400 000 ლარი
სოფელ აღმამედლოში, კაჩაგანში და აზიზკენდში სარწყავი წყლის მოწყობის მიზნით ჭაბურღილების მოწყობა/მშენებლობა - 1 200 000 ლარი
ქალაქ მარნეულში სკვერის მოწყობა - 300 000 ლარი
ქალაქ მარნეულში ტროტუარებისწ მოწყობა - 200 000 ლარი
სოფელ წერეთელში სპორტული დარბაზის მშენებლობა - 1 350 000 ლარი
სოფელ გიულბახის სასმელი წყალი - 450 000 ლარი

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 2022 წლის ბიუჯეტში 13 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.

Print