მარნეულის 1700 პირველკლასელს "ბუკები" გადასცეს
მარნეულის სკოლების 1700 პირველკლასელს „ბუკები“ უკვე გადასცეს. ინფორმაცია მერნეულის საგანმანთლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ირმა დავაძემ დაგვიდასტურა და თქვა, რომ დაახლოებით 200-მდე პირველკლასელია ახლა დარჩენილი, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი კომპიუტერები ჯერ არ გადაცემიათ. 

„ პირეველი ეტაპი მივიღეთ. 30 აგვისტომდე ვინც მოახერხა რეგისტრაცია, მათი კომპიუტერები მივიღეთ. ვისაც ჯერ არ გადაეცა, ცოტა გვიან რეგისტრირებულები არიამ. როგორც იცით, პირველკლასელთა რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპს მოიცავს და სხვადასხვა დროს რეგისტრირდებიან. ბოლო ეტაპია უფრო საზღვარგარეთ ვინც არიან და შემდგომ რომ მოინდომებენ აქ გადმოსვლას უახლოეს დღეებში დაურიგდებათ მათაც კომპიუტერები. ამ ეტაპზე, რესურურსცენტრიდან გატანილია ყველა „ბუკი“ - თქვა ირმა დავაძემ

კომპიუტერები 2021-2021 სასწავლო წლის დასაწყისში უნდა დარიგებულიყო, თუმცა ტენდერში არსებული პრობლემების გამო, პროცესი დაახლოებით ორი თვით გაიწელა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელებსა და მათ დამრიგებლებს კომპიუტერებს პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ 2011 წლიდან გადასცემს. 

გარეკანის ფოტო აღებულია რადიო "მარნეულის" არქივიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები