მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ამირან გიორგაძეა
დღეს, 3 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021-25 წლების მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ამირან გიორგაძე აირჩიეს.

ამირან გიორგაძე წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო. 

"ამირან გიორგაძის კანდიდატურას ხმა მისცა 25-მა საკრებულოს წევრმა, ბათილად იქნა ცნობილი 0 ბიულეტენი, წინააღდეგი იყო ექვსი საკრებულოს წევრი. არსებული ბიულეტენების საფუძველზე, ფარული კენჭისყრის შედეგებით, 25-მა საკრებულოს წევრმა მარნეულის საკრებულოს თავმჯფომარის თანამდებობზე ხმა მისცა ამირან გიორგაძის კანდიდატურას, გამომდინარე აქედან მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯფომარედ არჩეულია ამირან გიორგაძე" - განაცხადა ხმის დამთვლელი კომისიის წევრმა 

გიორგაძემ დეპუტატებს გამოცხადებული ნდობისათვის მადლობა გადაუხადა და უკვე დაასახელა მისი პირველი მოადგილის კანიდატურა. პირველ მოადგილედ ამირან გიორგაძემ ტარიელ მამედოვი დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ მარნეულის საკრებულოში სულ 33 წევრია, მათგან 6 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. როგორც "ენმ"-ს წევრმა ლაშა ქველაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, "ენმ" წარმოდგენილ არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, რადგან პირველი სხდომაც და თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევაც მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. 

რადიო "მარნეული"
Print