მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე რიჩარდ გიგანი გახდა
დღეს, 3 დეკემბერს მარნეულის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა. საკრებულოს თავმდჯომარედ ამირან გიორგაძის არჩევის შემდეგ მან პირველი მოადგილეობის კანდიდატად მხოლოდ ტარიელ მამედოვი დაასახელა. მეორე მოადგილედ კი რიჩარდ გიგანი დაასახელა და საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით მას მისცეს ხმა.

რიჩარდ გიგანი 2017 წლის საკრებულოს დეპუტატიც იყო. ბოლო რამდენიმე თვინ განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. მან საკრებულოდან წასული მამუკა ნავერიანი ჩაანაცვლა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები